„რომელი ერთი მოვყვე...თამარ ბაღაშვილმა რომ რუს ჯარისკაცს ტელეფონი წაართვა, ბერძენა რო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპერატორობას ასწავლიდა"
„რუსთავი 2“-ის
საინფორმაციოს უფროსი
გიორგი ლაფერაშვილის
8 აგვისტოს
მოვლენებს იხსენებს
და აი
რას წერს:
„რომელი
ერთი მოვყვე.
- ნინო
შუბლაძეს და ირმა ნადირაშვილს მორიგეობით დასაძინებლად 2 საათი რომ ჰქონდათ დღე-ღამეში. და ისიც სახლში რომ არ მიდიოდნენ;
- ევაკუაცია რო გამოაცხადეს, შენობა რომ დაცალეს რადგან შეიძლებოდა დაებომბათ და ლევან ბიწაძე რომ დარჩა მარტო მთელ ტელევიზიაში; დიდ დიღომში გასვლაში ტაქსმა 30 ლარი რომ მომთხოვა და შევაგროვეთ; მერე ეგრე უკან რო დავბრუნდი გზიდან ბუშის და რაისის ბრიფინგის სათარგმნად და სამსახურში მისულს ირაკლი ჩიქოვანი რომ დამხვდა, რომელმაც ლევანი და ტელევიზია მარტო არ დატოვა;
- რიჩარდ ჰოლბრუკს რომ ეჩხუბა თამარა ჭავჭავაძე მას მერე რაც ნიუსრუმში ვეღარ აკავებდა, მოიცა ხო ხედავ ამბები ხდება დაიცადე ცოტა ხანი რა დროს ინტერვიუაო;
- თეო გილიგაშვილი რო ხალხს აწყნარებდა ტელეფონზე, არ უქადაგია პატრიარქს რომ წყალი მოწამლულია, დალიეთო;
- თამარ ბაღაშვილმა რომ რუს ჯარისკაცს ტელეფონი წაართვა, რადგან ქართული ანძები გათიშული იყო და ისე რომ ჩაერთო გორის მისადგომებიდან;
- თენგო გოგოტიშვილი რომ წავიდა და მთელი გზა ლამის ფეხით გაიარა, მერე გასანაღმ ბაზებზე რო პირველი შედიოდა სიუჟეტის გადასაღებად;
- ემა გოგოხიას რო ვმალავდით, იმიტომ რომ მასზე ცალკე ბრძანება იყო და მაინც რომ ახერხებდა მასალების მოწოდებას;
- ნათია ტრაპაიძემ რომ გორელებს ბენზინი ჩაასხმევინა და იმათთან ერთად გაიპარა ცეცხლმოკიდებული ტყეების გადასაღებად;
- გიორგი ჩადუნელი და ლაშა ჩხიკვიშვილი რომ სოფელ-სოფელ დაიპარეოდნენ და გადამწვარ სახლებს იღებდნენ;
- ბერძენა რო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპერატორობას ასწავლიდა და პარტიზანულად გამოგვქონდა ვიდეო კადრები კარალეთს იქიდან;
- მაია ლომიძე რომ სამხედრო კორესპონდენტად იქცა და დილის 8 საათზე რომ ერთვებოდა თბილისში ჩამოგდებული ბომბების კვალდაკვალ;
- გიორგი კეპულაძე რომ ურჩობდა, ვიქნები გორის მედია შტაბში კიდევო;
- პაატა იაკობაშვილი სულ რომ ეთერში უნდა ყოფილიყო თან ისე, რომ ჯარის გადაადგილება არ გამოჩენილიყო კადრში;
- დავით ქაშიაშვილის შავი მასალა ცხინვალის მისადგომებთან რომ გადაიღო;
- თამარ ნუციბიძეს და სანდრო კაკაბაძეს რომ რუსეთის მიდის აკრედიტაციით მეორე მხარეს უშვებდნენ და არ ვიცოდით გაგვეშვა თუ არა;
- ნანუკა ჟორჟოლიანი, გულმა რომ არ გაუძლო და გორში გაიქცა
ეს
რაც მოიყოლება.
არის რაღაცეები რასაც არ- და ვერ მოყვები.
ვინმე
არ მინდა რომ გამომრჩეს. კადრში და კადრს მიღმა. ვაკო და გოგსაძეს ელჩობაც რომ შეთავსებული ჰქონდათ სამიტიდან სამიტამდე;
საეთეროში რომ კვირაობით ცხოვრობდნენ ბიჭები და გოგოები..
ოპერატორებზე
არაფერს არ დავწერ პრინციპულად. ჩემი შვილების და შვილიშვილების მადლობები არ ეყოფა ამ ამბავს.
სხვა
ქართველი ჟურნალისტები და ოპერატორები...
იმიტომ
კი არა, რომ მე არ მახსოვს. ან სხვას.
იმიტომ,
რომ დღემდე ორი საქართველოა“- წერს გიორგი ლაფერაშვილი.
კომენტარი