სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Fuck love

ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაც. სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა ორიდან მხოლოდ ერთს უქრება სიყვარულის გრძნობა. ასეთ დროსაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ერთ დროს ყოფილ შეყვარებულს აუხსნას ყველაფერი და რაც შეიძლება უმტკივნეულოად დაასრულოს ურთიერთობა. სამწუხაროდ, რეალობაში სხვანაირად ხდება ხოლმე.

განშორებისას ნათქვამი ყველაზე ყალბი ფრაზებია:

1) დავრჩეთ მეგობრებად _ ყველაზე უაზრო, ფართოდგავრცელებული და ყალბი შემოთავაზება. თუკი შეყვარებულთაგან არცერთს აღარ უყვარს ერთმანეთი და სურთ მეგობრებად ყოფნა, ეს თავისთავად მოხდება. ყველანარი პირობის მიცემის გარეშე. მაგრამ როცა ერთერთს კვლავინდებურად უყვარს მეორე და სურს მასთან ურთიერთობა როგორც შეყვარებულს, მას კი ამ დროს მეგობრობას სთავაზობენ, ასეთი ურთიერთობა ნაძალადევი და ყალბი გამოდის.

2) მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის _ დაშორების ეს არგუმენტი ცოტა გაუგებარია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი ადამიანი მეორისგან მეორე დღესვე ან უახლოესი კვირების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს ოჯახის შექმნას :დ თუკი ოდესმე თქვენი გოგოსგან (ბიჭისგან) მსგავს ფრაზას მოისმენთ, ჩათვალეთ, რომ არ უყვარხართ. მზადყოფნა/მოუმზადებლობა არაფერ შუაშია. ამ საკითხის გადაჭრა დაშორების გარეშეც შეიძლება, მაგალითად, თუნდაც იმის გარკვევით, როგორი ურთიერთობა სურს თქვენს გოგოს (ბიჭს).

3) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენი ღირსი _ ამ წინადადების ავტორები ვერ გიბედავენ იმის თქმას, რომ უბრალოდ აღარ უყვარხართ, რადგან არ უნდათ “ცუდები” გამოვიდნენ თქვენს თვალში და “გაგაბოროტონ” (სიყვარულისგან გამწარებული ადამიანი რაზე არ არის წამსვლელი ), ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებენ. მსგავსმა ფრაზამ შეიძლება თვენი აღფრთოვანებაც კი გამოიწვიოს (“როგორ ვუყვარვარ, საკუთარ თავზე უკეთესი უნდა ჩემთვის”). მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ როცა ადამიანს მართლა უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს შენი თავი და “შენი ღირსი” გახდეს.

4) მიყვარხარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, არ მგონია ჩვენი ურთიერთობა გამოვიდეს _ შეყვარებულთაგან ერთერთი იწყებს იმის მტკიცებას, რა კონფლიქტები და ჩხუბები გადაიტანეს ამ განსხვავებების გამო და მიდის დასკვნამდე, რომ მათ მომავალი არ აქვთ. სინამდვილეში (მითუმეტეს მაშინ, როცა მსგავს თემაზე საუბარი ურთიერთობიდან ორ-სამ თვეში შედგება), ამ ყველაფრის მიზეზი არის მობეზრება.

5) მიყვარხარ, მაგრამ ახლა რთული პერიოდი მაქვს _ რაც არ უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს ადამიანს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შვების მომტანი. ამიტომ ამ ფრაზის მთქმელი ადამიანი ტყუის და უბრალოდ უნდა თავისი გოგო (ბიჭი) თავიდან მოიცილოს ზედმეტი კითხვებისა და დადანაშაულებების გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100