საპროტესტო აქცია გურჯაანში
გურჯაანში დღეს დილიდან აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე შეიყვანონ, რადგან მათი თქმით, ისინი მათ უკანონო კონკურენციას უწევენ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, გარე ვაჭრობა ახალ წლამდე დაშვებული იქნება, შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
კომენტარი