საქართველოს ფოსტის ლოგო ვინ ურჩია? - ნიკა გვარამია გიორგი გახარიას პარტიის ლოგოს სიბნელეს უწოდებს
"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის ლოგოს ფოტოა აზიარებს და არჩევანს უწუნებს.
"ეს ფერთა გამა და საქართველოს ფოსტის ლოგო ვინ ურჩია ამათ? სიბნელე გიყურებს ლოგოდან.
სიმბოლიზმს თუ მივყვებით, ვერაა კარგი დასაწყისი, აშკარად", - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქში".
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია.
პოლიტიკური გაერთიანებას "საქართველოსთვის" ერქმევა.
კომენტარი