სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე შეფერხებები, სირთულეები. სიტუაცია საღამოს დასტაბილურდება. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მაინც შეძლებთ. იყავით მეტად აქტიური, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და იმოქმედეთ. უპირატესობა გადაუდებელ საკითხებს მიანიჭეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ჩამოყალიბდით, რას ელით სასიყვარულო პარტნიორისგან, იქნებ ილუზიებს იქმნით?..

ტყუპი
თუ ხშირად არ მოცდებით და დროს გართობაზე არ დაკარგავთ, დღეს დაგეგმილ ყველა საქმეს მოაგვარებთ. საღამოს გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ მუშაობისას. რომ არ დაზარალდეთ, დაკვირვებულად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. დიდხანს ისეირნეთ, მით უმეტეს, თუ კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა. საყვარელ ადამიანს პაემანი უჩვეულო ადგილას დაუნიშნეთ.

ლომი
დააკვირდით კონკურენტების მუშაობას. ფული მოზომილად ხარჯეთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
თითოეული ნაბიჯი უნდა გათვალოთ, თქვენიც და პარტნიორებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო სიურპრიზებს ვერსად გაექცევით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. საღამოს ისეთი საქმიანობით დაკავდით, რომ საყვარელი ადამიანისთვისაც დაგრჩეთ დრო.

სასწორი
მოერიდეთ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნას. შეინარჩუნეთ "ოქროს შუალედი". სხვა დღისთვის გადადეთ მკურნალობის დაწყება, სამედიცინო საბუთების გაფორმება. ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების საქმეებში.

მორიელი
ყველა საკითხს სწრაფად და ერთად ვერ მოაგვარებთ. მეტი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვან თემებს. დაიხმარეთ გამოცდილი ახლობლები. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

მშვილდოსანი
დაკვირვებულად იმოქმედეთ და მუშაობისას პრობლემები არ შეგექმნებათ. თუ ჭირვეულობას დაივიწყებთ, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.

თხის რქა
მუშაობისას თუ სირთულეებს გადააწყდებით, დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებს მიმართეთ. შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელები, აგრეთვე, ჩაი და ყავა. გამოუტყდით საყვარელ ადამიანს გრძნობებში, თუ გსურთ, პირადი ცხოვრება გაიუმჯობესოთ.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მათი დახმარების იმედი გქონდეთ. გართხილდით, ტრავმული დღეა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, შეყვარებულებს - ურთიერთობის გაუმჯობესება.

თევზები
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მუშაობისას მეტ გამოცდილებას მიიღებთ. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მეუღლეს ვახშამი სასიამოვნო გარემოში მოუწყვეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100