სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეტებით წონის პრობლემას ვერ გადაჭდით, გახდომას სულ სხვა რამ სჭირდება

39 წლის ვირგინიაში მცხოვრები ქეთლინ როსი შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის სტიმულის მომცემი გახდეს. ქალბატონმა 105 კილოგრამის დაკლება შეძლო.

ქეთლინი წონას მუდმივად ებრძოდა. როგორც თავად ჰყვება, დაუცვია მრავალი ტიპის დიეტა, თუმცა შედეგი ვერცერთმა ვერ მოიტანა. ქალმა გასუქება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. მაშინ, როდესაც დაკავებული მშობლები მას ძიძასთან ტოვებდნენ. როგორც ქალბატონი იხსენებს, ერთადერთი საკვები, რაც ძიძას სახლში მოჰქონდა, ფასთფუდი იყო. ბავშვობიდან აკრეფილ წონას კი 2005 წელს ორსულობაში მომატებული კილოგრამებიც დაემატა. სწორედ მაშინ ქეთლინის წონამ 186 კილოგრამს მიაღწია. როგორც ქალი იხსენებს, მისი შვილი საოცრად მოძრავი იყო, რაც მას პრობლემებს უქმნიდა. ბავშვთან თამაშისას მალე იღლებოდა, სეირნობისას კი ვერ ეწეოდა ბავშვს. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ქუჩაში ხშირად უსიამოვნო სიტყვებსაც ეძახდნენ.

რამდნეიმე თვის შემდეგ ქეთლინის სახლთან ახალი ფიტნეს დარბაზი გაიხსნა. ამან ქალს სტიმული მისცა ცხოვრების წესი შეეცვალა. ქეთლინი სავარჯიშო პროგრამებს შეუერთდა. ის ყოველ დღე 1-2 საათს ვარჯიშობდა. ამ ყველაფერს ქალმა კვებითაც შეუწყო ხელი. მიირთმევს დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს და იკვებება ჯანსაღად. დღეში 1200 კალორიაზე მეტს არ იღებს. ახლა მისი წონა უკვე 81 კილოგრამს შეადგენს.

ცხოვრების სტილის ცვლა, აქტიური ვარჯიში და ჯანსაღი კვება - ეს ქეტლინის სიგამხდრის მთავარი ფორმულაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100