სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეონიუსი: ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას მუშაობით უკმაყოფილოა

ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელიც თვენახევრის წინ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრად და პირად ადვოკატად დაინიშნა, ივანიშვილის გარემოცვის უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება ბესელიას მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.

მრჩეველთა საბჭო ყოველდღიურად, დილის 10.00 საათიდან 14.00 საათამდე თათბირობს. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ თათბირზე დადგა საკითხი ბესელიას მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

"ჯეონიუსის" ინფორმაციით, ადვოკატ ეკა ბესელიას საქმიანობით თვით ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია უკმაყოფილო. ადვოკატმა ვერ შეძლო ვერც ერთი საქმის ადგილიდან დაძვრა და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ამახსოვრებს თავს საზოგადოებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100