სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლების ასეთი ორკესტრირებული შეტევა "რუსთავი 2"-ზე ცუდ ინტერპრეტაციებს იწვევს - ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ხელისუფლების შეფასებებს აკრიტიკებენ.

ლევან კობერიძე ამბობს, რომ მას არ მოსწონს ის რაც თქვა გიორგი გაბუნიამ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება განახორციელოს შეტევა დამოუკიდებელ არხზე.

მისივე თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ გამოძიება უნდა დაიწყოს არა გაბუნიას განცხადებაზე, არამედ ფაქტზე, თუ საიდან მოხვდა რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, რომ არის შექმნილი გარკვეული პოლიტიკური კრიზისი და ეს დასაწყისი ყოველ შემთხვევაში მოკლე პერიოდში, არის ჩემი აზრით გავრილოვისათვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამის მირთმევა. ასე დავარქვათ. ამიტომ აუცილებლად ჩვენ თუ კი რაიმე მოვლენას ვაფასებთ, შეიძლება არ მოგვწონს და არ უნდა მოგვეწონოს რუსთავი 2-ში გუშინ რაც მოვისმინეთ, არ უნდა მოგვეწონოს ძალადობა აქციაზე როგორც მომიტინგეების მხრიდან ასევე ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან. რა თქმა უნდა ამას თავისი შეფასებები უნდა გაეცეს. უნდა შეფასებული იყოს მათშორის გახარია თუ თვლის , რომ არ უნდა გადადგეს, მე ვთვლი რომ მთავრობა უნდა გადადგეს მაშინ მთლიანად,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

"რუსთავი 2"-ის მისამართით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ორკესტრირებულ შეტევად აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია.

„რაც იყო იქ არაეთიკური გაბუნიას ეთერში ეს ყველამ კარგად დაინახა. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ესეთი ორკესტრირებული შეტევა ასევე ცუდ ინტერპრეტაციებს იწვევს და მით უფრო რომ ეს ყველაფერი ხდება იმ გადაწყვეტილების მოლოდინში რომელიც ძალიან ახლოს არის, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არ ვიცი როგორი იქნება მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა საჭირო არის, რომ ყველა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. ასე რომ ჩემი შეფასებაა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არც რევანშისტული წყურვილი უნდა გამოძრავებდეს და არც ხელისუფლების შენარჩუნების ავი ზრახვა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი გაბუნიამ გუშინ გადაცემა P.S.-ში საავტორო მონოლოგის წაკითხვისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო შეფასებები გამოიყენა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლების და ასევე საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. მალევე რუსთავი 2-მა გაავრცელა განცხადება სადაც განმარტებულია, რომ ფორმა რომლითაც ჟურნალისტმა მისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა პუტინის მიმართ, არხისთვის მიუღებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100