სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მწერალი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში (1964-1972); იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1972-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი (1997-დღემდე).

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და რამდენიმე სხვა პრემია. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირშის წევრი. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100