“ჯივიესმა” მომხმარებელს პრემიუმ ხაზის ახალი ღვინოები წარუდგინა
28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კომპანია “ჯივიესის” პრემიუმ ბრენდი “თამადას” ახალი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი ღვინის სახეობა: ქვევრის ქარვისფერი მშრალი, ქვევრის წითელი მშრალი, დიდებული რეზერვის თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ “ჯივიესის” წარმომადგენლები,
პარტნიორი კომპანიები და შეფ მზარეულები 30 რესტორნიდან. პრეზენტაციის დაწყებამდე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ
წარმოდგენილი
ღვინოები დაეგემოვნებინათ.
ღონისძიება ბრენდ მენეჯერმა სალომე დოლიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პრემიუმ ხაზის „თამადას“ ახალი ღვინოები დიდებული
რეზერვი და ქვევრი გააცნო. საზოგადოებას ასევე
მიესალმა “ჯივიესის” მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ლესპი, რომელმაც საქართველოში საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებზე
ისაუბრა, რომელიც სიღრმისეული ცვლილებებით დაიწყო: “დავიწყეთ ვენახების მოვლა, შევწყვიტეთ წამლების მოხმარება და ცხენებით კულტივაციის
მეთოდი გავიხსენეთ. ამიტომაც დღეს ჩვენ უკვე ახალ “ჯივიესს” წარმოგიდგენთ, რომელიც
ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. რაც შეეხება ეტიკეტს,
ჩვენ ვიყენებთ ნიკო ფიროსმანის ნაშრომებს. აღნიშნული
ხელწერა არის ყველაზე კარგი რამ, რითიც შეგიძლია წარადგინო საქართველო”, - განაცხადა
ფილიპ ლესპიმ.
ასევე, ქართველ მხატვარზე საუბრისას, ფრანგმა მეღვინემ
აღნიშნა ვენაში არსებული ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100
წლისთავისთვის მიძღვნილი გამოფენა, სადაც “თამადას” ღვინო ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი.
ამით კი უცხოელმა დამთვარიელებლებმა საქართველო დამატებით, ახალი კუთხითაც გაიცნეს.
საბოლოოდ, ფილიპ
ლესპიმ პრეზენტაცია ქართული სადღეგრძელოს სახით დაასრულა და იქ დამსწრე საზოგადოებას
შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: “საქართველოს
გაუმარჯოს”.
შეგახსენებთ,
რომ “თამადა“ 2001 წელს შეიქმნა და მოპოვებული აქვს მრავალი
ოქროს მედალი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე. ის აერთიანებს 7 ადგილწარმოშობის დასახელების
ღვინოს: წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ტვიში.
მასში ქართული სუფრის თამადის უნიკალური მახასიათებლებია გაერთიანებული.
კომენტარი