"ბევრი აპლოდისმენტი, სიხარული მქონია, მაგრამ ის არაფერს არ გავდა... ღმერთად გადავიქეცი მეგონა" - ლიკა შუბითიძე შვილის დაბადებაზე
მომღერალ ლიკა შუბითიძეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ორი წლის წინ, 2015 წლის 28 თებერვალს შვილი შეეძინა და ნახეთ, როგორ იხსენებს ამ დღეს:
28/02/2015 წელი, თბილისი, საქართველო
დილის 4 საათზე დამეწყო. მივხვდი, რომ დამეწყო, დრო იყო. დედა შევაღვიძე და ვუთხარი: 'მგონი დამეწყო' - თქო. ვუთხარი სიმპტომები და დამეთანხმა. ტატო გავაღვიძე.
11 საათისთვის
წავედით კლინიკაში. რომ მეგონა დამეწყო, თურმე ჯერ სად ვარ, მერე და მერე დამეწყო, თუ დამეწყო.
არ გავიყუჩე, ვუძლებდი. როცა მეგონა ვეღარ ვუძლებდი, გვიანი იყო მერე. ტატოს დასწრება უნდოდა, არ დაგვრთეს ნება. ცოტა ხნით შემოვიდა და უკვე ისეთი ტკივილები მქონდა, მე თვითონ ვთხოვე, მალე ჩასულიყო ქვემოთ.
საოცარია: წამოგივლის - გასვენებს, წამოგივლის - გასვენებს, წამოგივლის - გგონია კვდები და ისევ გასვენებს რამოდენიმე წამი, შეიძლება დაძინებაც მოასწრო ამ დროში..
შუადღის
4 საათი
ერთ წამში ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ბევრი ადრენალინი, აპლოდისმენტი, სიხარული მქონია, მაგრამ ის არაფერს არ გავდა. ყველაფერი ერთადაა. ღმერთად გადავიქეცი მეგონა. ჩემებს დავურეკე...
დავინახე,
ძალიან პატარაა. ხმა ამოიღო... რა მაგარია! მომიყვანეს. თვალები გაახილა. ტატოს გავს! რა მაგარია!!!
2 წლის წინ, 28 თებერვალს, დედაჩემს დაბადების დღეზე ჩემი შვილი ალექსანდრა ვაჩუქე...
კომენტარი