სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სიტყვები ან მოქმედება არასწორად გაიგონ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალონ. თამამად მიჰყევით არჩეულ კურსს და იმოქმედეთ - შედეგი თქვენთვის სასურველი იქნება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

კურო

აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მოდუნდით და ეცადეთ ცოტა ხნით უხილავ ადამიანად იქცეთ. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხები ჯობს სადილამდე მოაგვაროთ. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელით. მოგზაურობისა და მგზავრობისთვის არახელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის, ნებისმიერი სახის პარტნიორობისა და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ყურადღება არ მოადუნოთ - სამსახურში მოსალოდნელია დაპირისპირება. ეცადეთ, არ ჩაგეძინოთ და სამსახურში არ დააგვიანოთ, რადგან უფროსის საყვედურს ვერ აიცილებთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

ლომი

სამსახური და მუშაობა მშვენიერია, მაგრამ ეცადეთ, პირადი ცხოვრებისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო გამონახოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა, ინდივიდუალური სამუშაო წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დროა, მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ. განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და ოპტიმიზმის გრძნობა არ დაკარგოთ. ახალი ნაცნობობა არასასურველია - ამან შეიძლება მხოლოდ პრობლემები მოგიტანოთ.

სასწორი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. გამორიცხული არ არის, რომ გრძნობებმა კარიერაში ხელი შეგიშალოთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით, თუმცა თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზეა ან პროფილაქტიკურ მკურნალობაზე დაიხარჯება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ, ძილის წინ სასურველია, დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

მორიელი

ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უამრავ შფოთვას და მღელვარებას მოგიტანთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ახლა მას ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

თხის რქა

ამ დღეს კოლეგებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. სასურველია, საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ და გაზაფხულს განახლებული იმიჯით შეხვდეთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან და მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. არ არის გამორიცხული მოულოდნელი წინადადება ან შეხვედრა დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან. სავარაუდოდ ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

თევზები

სერიოზული ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. უფროსებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ თავაზიანობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. თქვენმა პრეტენზიებმა და უხეშობამ შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ, როგორც დამნაშავემ, ბოდიში მოიხადოთ და ვითარება არ გაამწვავოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100