სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წულუკიანის მოადგილე სტამბულის კონვენციისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სტამბულის კონვენციის ძალაში შესვლისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება. ღონისძიების მონაწილეები ოჯახური ძალადობის დაუშვებლობასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მსჯელობენ.

კონფერენციის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს ევროპის საბჭოს ქვეყნებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ და მოუწოდოს მათ, შეუერთდნენ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას ითვალისწინებს. ღონისძიებას ესწრებიან ევროპის საბჭოს პასუხისმგებელი პირები, ევროპული ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აგრეთვე, ქალთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100