კიმ კარდაშიანმა, მრავალჯერ ჩაჭრის შემდეგ, იურისტის გამოცდა ჩააბარა - რეალითი შოუების ვარსკვლავი კალიფორნიაში მალე ადვოკატად იმუშავებს
რეალითი შოუების ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, ბოლოსდაბოლოს, იურისტის გამოცდა ჩააბარა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ოცნებას, კალიფორნიის შტატში ადვოკატად იმუშაოს. კარდაშიანიმა აღნიშნული გამოცდა მეოთხე მცდელობაზე ჩააბარა. ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი ის "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებდა და გამომწერებს უყვებოდა, თუ რამხელა სტრესი გადაიტანა. "დღეს სარკეში ყურებისას სიამაყის გრძნობა დამეუფლა, ვინც ჩემი იურისტის გამოცდისთვის მზადების შესახებ არ იცის, იცოდეთ, რომ ეს ადვილი მისაღწევი სულაც არ ყოფილა", - ამბობს კიმი.
კომენტარი