სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაცია ჩაქვში – დაკავებულია 40 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა ჩაქვში სპეცოპერაცია ჩაატარეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქმე ეხება, სავარაუდოდ 8 ნოემბერს ბათუმში მომხდარ საზარელ მკვლელობას.

ბალარუსის მოქალაქის, 40 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ნაქირავებ ბინაში იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარდა სპეცოპერაცია ჩაქვში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

„პრაიმტაიმი“ დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს, თუმცა უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100