სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა კოლეგებისა და უფროსობის მხრიდან საყვედური დაიმსახუროთ, თავის მართლება მხოლოდ იმ შემთვევაშია სასურველი, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში.

კურო

ჰორიზონტზე ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომლებიც მთლიანად თქვენს ჩართულობასა და ძალისხმევას მოითხოვენ. შეეცადეთ ასეთ საქმეებზე სრულად იყოთ მობილიზებული.

ტყუპები

სასურველია მეტი იმოძრაოთ, სამომავლოდ გადადეთ ის საქმეები, რომელიც ერთ ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენთვის სასარგებლო და მეგობრული კავშირების გაფართოებას.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ მეტი ძალისხმევა და კონცენტრირდით აქტუალურ თემებზე, მაქსიმალურად ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ საქმეები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეთ. შეძლებისდაგვარად გათავისუფლდით ვალებისგან.

ლომი

დაგეგმეთ შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები და შეეცადეთ ყველა წვრილმანი საკითხი ახლავე მოაგვაროთ, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მათზე ორმაგი დროის დახარჯვა.

ქალწული

გამორჩეულია დღე სხვადასხვა აქტივობებით. უამრავი შეხვედრა, საქმე, მგზავრობა, თუ მოულოდნელი ვიზიტი. ნუ გადადებთ სამომავლოდ მნიშნელოვან ღონისძიებებს და დიდ შენაძენს.

სასწორი

შესაძლოა მიაგნოთ ახალი შემოსავლის წყაროს. გამოიყენეთ როგორც ძველი ასევე ახალი სასარგებლო კავშრები და იყავით ჩვეულზე მეტად გაბედული.

მორიელი

რთული ამოცანების გადაჭრაში ახლა მეგობრები და ახლობლები მეტად დაგეხმარებიან. ეცადეთ იმოქმედოთ დამაჯერებლად, რათა შეძლოთ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

თქვენთვის მნიშნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები შესაძლოა საკმაოდ დაიძაბოს, ახლა კარგი იქნება თუ დროებით განზე გადგებით და დამკვირვებლის პოზიციას მიიღებთ.

თხის რქა

ახლა პარტნიორებთან დაპირისპირება სახიფათოა, პირიქით, ეცადეთ გამონახოთ ისეთი გზები, რომელიც მათთან საერთო ენას გაპოვნინებთ.

მერწყული

შეავსეთ თქვენი დრო მრავალფეროვანი საქმეებით, ეცადეთ მეტი ფერები და მოტივაცია შეიტანოთ მათში, ახლა ურთიერთობებიც სასიამოვნოდ ვითარდება.

თევზები

პირად საკითხებში მოერიდეთ ცვლილებებსა და სიტუაციების დაჩქარებას, საჭიროების შემთვევაში რჩევა ჰკითხეთ სანდო მეგობრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100