სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამოიძახეს სასწრაფო და ნემსები გაუკეთეს..." - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შოკიდან ვერ გამოდის

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ინფარქტი მიიღო. „ღამის მთავარში“ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაადასტურა, რომ გოგონას დედა ჯერ კიდევ შოკშია. ის საზოგადოებას უსურვებს, რომ მის მდგომარეობაში სხვა არავინ აღმოჩნდეს.


ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ სასწრაფოს გამოძახება მართლაც გახდა საჭირო.

“ახლა ვესაუბრე ოჯახს. ინფარქტი არ მიუღია, უბრალოდ, თამარის დედა გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო და ნემსები გაუკეთეს,” – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100