საწოლს მიჯაჭვული ნესტიან ოთახში...
ადამიანების დახმარება, განსაკუთრებით მათი, ვისაც არ ვიცნობთ, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია. სიკეთის კეთება ეს ნამდვილი სიყვარულის გამოვლენაა უფლის მიმართ. ეს გვეხმარება ჩვენ რომ ადამიანები გვერქვას!
81 წლის ქეთო სუხაშვილი დამოუკიდებლად უკვე წლებია ვერ გადაადგილდება, ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომაც უჭირს, და მთელი დღე ტკივილისგან იტანჯება. გულის სერიოზული პრობლემების გარდა ბებია ქეთოს სხვა მძიმე დაავადებებიც აქვს გადატანილი.
მისი ოჯახი სოციალურად დაუცველტა კატეგორიას ეკუთვნის, მიზურული პენსია წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის, საკვები კი უფასო სასადილოდან იღებს.
მის მდგომარეობას ის ფაქტორიც ართულებს, რომ ბებია ქეთო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ქეთო სუხაშვილი გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობს. კერძოდ, ძველი, სანახევროდ დანგრეული სახლის სათავსოში, საშინელ ანტისანიტარიაში, ელემენტარული ადამიანური პირობების გარეშე. ზამთარში იქ ძალიან ცივა, წვიმის დროს ნახევარად შემინული ფანჯრიდან წყალი ოთახში თქეშით შემოდის, კედლებზე ნესტისგან ობი გაჩნდა.
ჩვენი ფონდი ბებია ქეთოს ეხმარება მედიკამენტებით, პამპერსებით, საკვებით– ეს მისთვის დიდი შვებაა. სამწუხაროდ, ამ საცოდავი ქალბატონის ყველა პრობლემის მოგვარება ჩვენ არ გვძალუძს. ამიტომ, ამ საქმეში საზოგადოების მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მისი უმძიმესი მდგომარეობა და გაუწიოთ შეძლებისდაგვარი ჰუმანიტარული დახმარება ჰიგიენური საშუალებების, თეთრეულის, გამათბობელის და პროდუქტების სახით. თუმცა, ყველაზე მეტად ქეთო სუხაშვილსესაჭიროება საწოლი, რადგან არსებული დაიჟანგა და იმდენად მოირყა, რომ საცოდავ ქალსგადაბრუნების ეშინია, ვაი თუ მთლად დაიშალოსო.
იქნებ თქვენს შორის არის ადამიანი, ვინც აჩუქებს მას ნორმალურ საწოლს?! თქვენ ვერწარმოიდგენთ თუ როგორ გაახარებთ ქეთო ბებიას!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ქეთო სუხაშვილს თანხაშეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი სუხაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდანhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/205-sheyiladze/
დაეხმარეთ გაჭირვებულს, აკეთეთ სიკეთე, ეს გადაარჩენს სამყაროს და რაც მთავარია – ადამიანის სოცოცხლეს!
კომენტარი