ზაგრების კინოფესტივალი სცენარის განვითარების ვორქშოპისთვის მონაწილეების შერჩევას იწყებს
ზაგრების კინოფესტივალი აცხადებს განაცხადების მიღებას სცენარის განვითარების ვორქშოპში „ჩემი პირველი სცენარი" მონაწილეობის მსურველთათვის. ვორქშოფი განკუთვნილია მონაწილეთათვის, ვინც პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობს.
მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 6 მონაწილე. 5-დღიანი ვორქშოფი ჩატარდება ზაგრების მე-14 კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის 10-20 ნოემბერს გაიმართება.ვორქშოფის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა სცენარის ავტორებს სკრიპტ-დოქტორების, გამოცდილი სცენარისტებისა და/ან რეჟისორების მხარდაჭერით შექმნან პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი. ინტენსიური და პრაქტიკული პროგრამა გუნდურ მუშაობაზეა ორიენტირებული და მონაწილეებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში წარმატებით დაასრულონ სცენარები.
ვორქშოფი უფასოა ყველა მონაწილისათვის. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელით და მგზავრობით. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის MEDIA ქვე-პროგრამაში მონაწილე ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურად:
- მოკლე ბიოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები
- სინოფსისი
- სცენარი ან თრითმენთი, სულ ცოტა სამი გაშლილი სცენით
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივლისი.განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: [email protected]შედეგები გამოცხადდება 2016 წლის სექტემბერში.
ვორქშოფი ტარდება შემოქმედებითი ევროპის MEDIA ქვე-პროგრამის მხარდაჭერით, ზაგრების კინოფესტივალისა და ხორვატიის რეჟისორთა გილდიის ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაცია: http://www.zagrebfilmfestival.com/en/vijesti/invitation-participate-my-first-script-workshop-14th-zagreb-film-festival
ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში საქართველი 2015 წლიდან იღებს მონაწილეობას. დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ: www.creativeeurope.ge
კომენტარი