სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს

ჩვენ გამოვიყენებთ იმ სარგებელს, რაც ასოცირების ხელშეკრულებას აქვს, - ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს და საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს.

"ჩვენ ტაში დავუკარით და მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას, რომელიც რამდენიმე საათში ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. ის გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურ, საგანმანთლებლო სისტემებს გააძლიერებს და აიყვანს ევროპულ დონეზე. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი, ეს იქნება დასაწყისი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი აცხადებდა ძალიან მტკიცედ და მყარად", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება არის ახალი ნაბიჯი ევროკავშირის სრულ წევრობამდე.
"ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს, რეფორმებს როგორც ინსტრუმენტს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100