18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - თანამოაზრეების მოძებნის დღეა. არ გასცეთ დაპირებები, არც საიდუმლოებები. ჰარმონია დაისადგურებს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას. კურო - ოჯახში გატარებული დღე სხვანაირად დაგანახვებთ ნათესავებს. ისინი რთული საკითხების მოგვარებაშიც კი დაგეხმარებიან. ზოგიერთი გათავისუფლდება შიშებისგან. ტყუპი - გაანალიზეთ ის საკითხები, რაც ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში მოხდა. გაანალიზეთ შეცდომები და გამარჯვებები. შეცდომებზე ბევრს ისწავლით. კირჩხიბი - მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების დღეა. დააკვირდით დეტალებს, რათა არაფერი გამოგეპაროთ. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი ელის. ლომი - ბინის რეკონსტრუქციის დრო დადგა. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ოთახების შეღებვა, ავეჯის განლაგება. პოზიტიურად შეხედეთ სამყაროს. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. ქალწული - ძლიერი და ფრთხილი უნდა იყოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსების ხარჯვას ეხება. გარშემო მყოფები მიხვდებიან, რომ სერიოზული ადამიანი ხართ და პატივი უნდა გცენ. სასწორი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ონლაინკურსებზე დასასწრებად. მორიელი - აქტიურად უნდა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. დიპლომატიურად დაელაპარეკეთ იმ ადამიანს, ვისიც გეშინიათ. მშვილდოსანი - გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც ადრე სულ ჩხუბობდით. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. თხის რქა - გადახედეთ საქმეებს, ბიუჯეტს. ყველაფერი ისე რთულად არაა, როგორც თქვენ გგონიათ. ფული ეკონომიურად უნდა ხარჯოთ, მაგრამ გართობას ნუ აუკრძალავთ თქვენს თავს. მერწყული - დღეს თავს ბედის ნებიერად იგრძნობთ. საქმეები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. გარშემო მყოფებს ახალი იდეები მიაწოდეთ. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებიან. თევზები - იყავით აქტიური მუშაობის და გამონათქვამების დროსაც. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები და გრძნობები. შეგიძლიათ იხუმროთ კიდეც. გარშემო მყოფებს ამით მხოლოდ ასიამოვნებთ.
კომენტარი