სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ ნიუ-იორკში 700 დემონსტრანტი დააკავა

პოლიციამ ნიუ-იორკში 700 დემონსტრანტი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ბრუკლინის ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომიტინგეები აშშ-ის გავლენიან საფინანსო ინსტიტუტებს ეკონომიკურ კრიზისამდე მიყვანაში ადანაშაულებდნენ.

საპროტესტო აქციის შედეგად ხიდზე რამდენიმე საათით მოძრაობა ბლოკირებული იყო. დაკავებულთა დიდი ნაწილი საპროცესო გარიგების შემდეგ განთავისუფლდა. ათობით დაკავებული კი ხელბორკილებით ავტობუსებში ჩასვეს და განყოფილებებში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100