სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მზის სისტემის მეათე პლანეტა

მზის სისტემის მეათე პლანეტა (შემდგომში ჯუჯა პლანეტად შერაცხული, პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, მას პროზერფინა შეარქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით, პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.

ჯუჯა პლანეტა, ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც, თავის მხრივ, 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი „ნასამ“ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ის მზის სისტემის მეათე პლანეტად გამოაცხადეს, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.

ორბიტაზე ის მზის ირგვლივ მოძრაობს 3436 მ/წმ სიჩქარით და მისი ერთი სრული ბრუნის პერიოდია 557 წელი, ანუ 203 600 დღე.

მზიდან უშორესი მანძილი ( აფელიუმი ) არის 14 600 000 000 კმ ( 97,56 ასტრონომიული ერთეული ), მზესთან უახლოესი მანძილი( პერიფელიუმი ) 5 650 000 000 კმ. ( 37,77 ა. ე.) საშუალო მანძილი არის 10 120 000 000 კმ ( 67,67 ა. ე.).ექსცენტრისიტეტი ( ორბიტის გაწელილობის კოეფიციენტი ): 0,44177. ერისის დიამეტრი, სავარაუდოდ, 2400 კმ -ია. თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი არის 8 სთ. მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით არის მინიმ -243 °C ( 30 °K), მაქსიმალური -218 °C ( 55 °K). მისი არეკვლის უნარის კოეფიციენტი ( ალბედო ) 0.86 - ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100