557 ინფიცირებული და 10 გარდაცვლილი – 11 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე
11 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით 557 ადამიანი დიანფიცირდა, გარდაიცვალა 10, ხოლო გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,54 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,23 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.
კომენტარი