გიორგი სიგუა იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი მისამართით გავრცელდა
"უამრავი სისულელე გამიგია საკუთარ თავზე და უამრავი ჭორი და სიბინძურე.
ამ დღებში საერთოდ ისტერიაა მოწყობილი, გაიქცა სადღაც, მილიონები წაიღო და იმალებაო .
ვაი თქვენს პატრონს უბედურს . ახლავე წამოვალ თბილისში და ერთად მოვძებნოთ ეგ მილიონები .
თბილისის აეროპორტში "დავიმალები" რამდენიმე საათში და მომძებნეთ კარგად!" - წერს გიორგი სიგუა.
GemFest-ის დამფუძნებელს მენეჯერები, რომლებმაც ფესტივალზე ბარები გახსნეს, ფულის მითვისებასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
კომენტარი