სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ ტოტალიზატორ „adjarabet.com“-ზე „სამხრეთ ოსეთი“ ქვეყნების სიაშია შეტანილი...

ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ 31 ივლისს, გვიან ღამით გავრცელდა, ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ზოგმა არც დაიჯერა და მაშინვე გადაამოწმა, თუმცა, სამწუხაროდ, დარწმუნდა, რომ ქართულ საიტზეც კი გვხვდება ანტიქართული განწყობის გამოვლინება:

საქმე ის გახლავთ, რომ ამ ცნობილი ტოტალიზატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რეგისტრაციის დროს მისათითებელი ქვეყნების სიაში, მითითებით: „აირჩიეთ თქვენი ქვეყანა“ ინგლისურ ენაზე მითითებულია: „სამხრეთ ოსეთი“.

როგორც იტყვიან, კომენტარი მართლაც ზედმეტია, თუმცა ერთი რამ ნამდვილად უნდა ითქვას: სანამ ლონდონის ოლიმპიადის ვებ-გვერდზე გაპარულ შეცდომებზე ავტეხავთ განგაშს, იქნებ ჩვენს, ქართულ საიტებს გადავხედოთ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100