სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
·
Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს
შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
„თეგეტა ჰოლდინგში“
შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული
იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
თანამშრომლობის
ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს,
მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს
კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.
Automobili
Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“
ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც
აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას
ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას
ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი
იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების
მომხმრებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.
პეტრე წაქაძე,
„თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის
ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა
Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული
ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის
პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ
და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი
არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით.
სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული
ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად
გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში“.
იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა
და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის
პირველ სუპერქარს, Lamborghini Miur-ს, ხშირად
მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად. Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად
მიიჩნევა.
„თეგეტა
ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს,
რეგიონში არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის
პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების
საფუძველზე, მომხმარებლებს ლამბორგინის სპორტულ,
მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია
Tegeta
Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს
განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა
Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად
ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული
პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან
არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია
ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია,
თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო
სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
კომენტარი