სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯონ დამნაშავეები - მედიის პროტესტი გორის საკრებულოს სხდომაზე

"დაისაჯონ მოძალადეები, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!" - გორის საკრებულოს სხდომა მედიის წარმომადგენლების პროტესტით დაიწყო - ჟურნალისტები 5-6 ივლისის მოვლენების ობიეტურ გამოძიებას და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების დასჯას მოითხოვენ.

საკრებულოს სხდომა ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, მედიის წარმომადგენლებმა მისი ფოტოები გაშალეს.

"ჩვენი პროტესტის მიზანი, რა თქმა უნდა, ისევ მოძალადეების დასჯაა, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამის გარდა, ჩვენი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ახალისებდა ამ ძალადობას", - თქვა "ტვ მონიტორის" ჟურნალისტმა, შოთიკო სადაღაშვილმა.

რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ მდუმარე აქცია ვერ შედგა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე მათთან პოლემიკაში შევიდა და "ოცნების" დაცვას მაქსიმალურად ეცადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100