"სასწრაფოდ არის ოპერაცია გასაკეთებელი, დაეხმარეთ რომ იცოცხლოს" - 9 თვის მართას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საქველმოქმედო ფონდი იალქანი პატარა მართას შესახებ იფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მისი დახმარებისენ მოუწოდებს:
"9 თვის მართა თალაკვაძეს, მაღალი სიცხეები დაეწყო, შესაბამისად წაიყავნეს პედიატრთან. ჩაითვალა რომ ანგინა ჰქონდა. 2 კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მშობლებამ შეატყეს , რომ მუცელი არაბუნებრივი ფორმის ჰქონდა. შესაბამისად, გადაუღეს ეხოსკოპია კლინიკა ჰერაში. ჰერადან გაგვაგზავნეს ციციშვილის კლინიკაში, საიდანაც საბოლოო ჯამში მოვხვდით იაშვილის კლინიკაში. 2020-ის აგვისტოში მართას დაუსვეს დიაგნოზი - ჰეპატობლასტომა (ღვიძლის სიმსივნე) მეტასტაზებით ფილტვში დიწყეს მკურნალობა იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსებით. მას შემდეგ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოჩნდა, რომ წინსვლა არ გვაქვს. მართას სიმსივნე არ დაპატარავებულა, ფილტვებზე კი მდგომარეობა ცოტათი გაუარესებულიც კი არის. შესაბამისად, გადაწყდა რომ მართამ მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა განაგრძოს - გაიკეთოს ღვიძლის ოპერაცია (რაც შესაძლოა იყოს ტრანსპლანტაციაც) და ჩაიტაროს ქიმიოთერაპიის კურსები. სამწუხაროა ისიც, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ევროპაში ძალიან ბევრმა კლინიკამ უარი განაცხადა უცხოელი პაციენტების მიღებაზე. ამას ემატება ჩვენი გოგოს მდგომარეობა, სასწრაფოდ არის მკურნალობა გასაგრძელებელი და ოპერაცია გასაკეთებელი. ჯერჯერობით არ გვაქვს საბოლოო პასუხი, თუ რომელ კლინიკაში განაგრძობს მართა მკურნალობას - თურქეთში თუ გერმანიაში. ამის მიუხედავად, უკვე ვიცით რომ საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ასი ათასობით დოლარზე. გთხვთ დაეხმაროთ მართას რომ იცოცხლოს." - ნათქვამია განცხადებაში. https://ialqani.ge/ გაუზიარე შენი წილი სიკეთე
09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან დანიშნულებაში მიუთითე მართა შეგიძლიათ ისარგებლოდ საზღვარგარეთ მყოფებმა paypal-ით
paypal.me/IMotskobili საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილია ანგარიშის ნომრები. მიმღები : ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი: #GE12TB7990736080100007
$-დოლარში #GE94TB7990736180100002
ტელეფონი 599 33 01 14
კომენტარი