სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური ქუთაისში - დამკვირვებლებს 41-ე საარჩევნო უბანი გახსნილი დახვდათ

ქუთაისში არჩევნები ხმაურის და დარღვევების ფონზე დაიწყო. 41-ე საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ.

საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის წევრები "ქართულ ოცნებასთან" არიან გარიგებულები.

"მოვედი უბანზე 06:30-ზე, უბანი დამხვდა გახსნილი, პოზიციები გადანაწილებული ჰქონდათ, არაფერში მონაწილეობა არ მიგვიღია" - ამბობს ერთერთი დამკვირვებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100