35 წლის რუსმა ფეხბურთელმა ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ბრიტანულმა გამოცემამ The Sun რუსეთის მეორე დივიზიონის ერთ–ერთ მატჩში 35 წლის მიხეილ ოსინოვის მიერ გატანილი გოლი მსოფლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფ გოლად დაასახელა.
ნოვოჩერკასკის „მიტოსის“ ფეხბურთელმა გოლი მოედნის ცენტრალური წრიდან მაშინვე გაიტანა, როგორც კი თამაში დაიწყო და პირველი პასი მისცეს. ამრიგად, გოლი მატჩის მეორე წამზე გავიდა.
როგორც The Sun იუწყება, ოსინოვმა მოხსნა ბრაზილიელი ფორვარდის – ფრედის რეკორდი, რომელმაც მეტოქის კარის აღება 3,17 წამში მოახერხა.
„ეს არც კი ვიცოდი. მაშ, თუ ასეა, დამიძახონ ინგლისის რომელიმე კლუბში და წავალ“, – სიცილით თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა, როცა შეიტყო, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
კომენტარი