დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ბიჭთან, რომელიც ხატია წერეთელის ეროტიკულ კლიპში თამამს სცენებს დასთანხმდა
ხატია წერეთელის კლიპმა „შენთან სექსი მაგარია“ საზოგადოებაში
დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეროტიული ხასიათის
კლიპი ქართული ბაზრისთვის, მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა. დრონი.ჯი დაინტერესდა
იმ მამაკაცით, რომელიც ვიდეოს თამამ სცენებში ხატიასთან ერთად არის წარმოდგენილი და
მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
როგორ დათანხმდა კლიპში მონაწილეობას იმედა ვახტანგიშვილი
და რა აკავშირებს მას ხატია წერეთელთან ,ამას დრონი.ჯი-ს ინტერვიუდან გაიგებთ.
- იმედა, როგორ მოხვდი
ხატია წერეთელის კლიპში და
გაგიჭირდა თუ
არა შემოთავაზებაზე
დათანხმება?
- მე და ხატიას წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და უბრალოდ გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის რაიმე სიგიჟე შეგვეთავაზებინა, ასე რომ მივიღე შემოთავაზება კლიპზე და ფიქრი არც დამჭირვებია.
- წლების ურთიერთობაში
რა სახის ურთიერთობას გულისხმობთ - მეგობრობას თუ...?
- წლების ურთიერთობა თავისთავად ,,მეგობრობასაც" მოიცავს.
-
ვინ არის იმედა ვახტანგიშვილი? - მოუყევი საზოგადოებას შენს შესახებ...
- ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ ტურიზმის სპეციალობით. ვმუშაობ ასევე ტურიზმის მიმართულებით. დაოჯახებული არ ვარ, ჯერ რა მეჩქარება. (იცინის)
- მართალია
კლიპი ერთი
დღეა რაც
ტრიალებს, თუმცა
ფართო საზოგადოებამ
უკვე გაგიცნო -
რა შეიცვალა
ამ ერთ
დღეში შენს
ცხოვრებაში?
- არც არააფერი, გარდა ჩემს მიმართ მომატებული ინტერესისა.
- ხალხის მიერ
დაწერილ კომენტარებზე
რა რეაქცია
გაქვს?
გამოარჩევდი რომელიმე
კომენტარს, რომელიც
მწარედ დაგამახსოვრდა?
- რამდენიმე კომენტარს გადავხედე და, რა თქმა უნდა გამეცინა. ზოგადად, მასას რაც არ უნდა კარგი პროდუქტი შესთავაზო ყოველთვის გაგაკრიტიკებენ, ამისთვის მზადაც ვიყავი, უბრალოდ საწყენია ის ფაქტი, რომ ამხელა ნეგატივია საზოგადოებაში და ასე ვჭამთ ერთმანეთს. ასე რომ, არც მიცდია ვინმეს ავყოლოდი, უბრალოდ ერთს ვურჩევდი, დატკბნენ თავისი ცხოვრებით და სხვისი ცხოვრების განსჯაში დროს ნუ დაკარგავენ.
სასაცილო კომენტარები ბევრი იყო, თუმცა ცუდად დასამახსოვრებელი მაინც ბებოების წყევლა იყო.
და
ბოლოს უნდა
გკითხო, რას
ეტყოდი საზოგადოების
იმ ნაწილს,
რომელიც კომენტარებში ასეთ
კითხვას სვამდა "ამ
ბიჭთან სექსი
მართლა მაგარია"?
მოდით, ეს კითხვა გოგოების იმ ნაწილს დავუსვათ, ვინც ეს უკვე გამოსცადა.
კომენტარი