სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიას ლაგოდეხში 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მანქანაში მყოფი ორივე ახალგაზრდა ლაგოდეხში, „არქიმედეს“კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის დირექტორის, ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, 21 წლის მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც მისი თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100