ალაზნის სარწყავ არხში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო
კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში უბედური შემთხვევა მოხდა: 25 წლის ბიჭი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო. ოთარ გოჩიაშვილი მეგობრებთან ერთად არხში ნასვამ მდგომარეობაში ჩავიდა, შეუძლოდ გახდა და ჩაიძირა. მეგობრებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს. „იმდენად მოულოდნელად გაუჩინარდა წყალქვეშ, რომ ვერავინ ვერაფერი მოვასწარით“, – იხსენებენ ისინი. მეგობრები ოთარ გოჩიაშვილს თავდაპირველად თვითონ ეძებდნენ, შემდეგ კი საძიებო სამუშაოებში სამაშველო სამსახური და გურჯაანის პოლიცია ჩაება. ოთარ გოჩიაშვილის ცხედრის პოვნა მხოლოდ გამთენიისას, ალაზნის სარწყავი არხის დონის ხელოვნურად დაკლების შემდეგ მოხერხდა.
კომენტარი