სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 საუკეთესო ფილმი ფულსა და ფინანსურ სამყაროზე

კინო ინდუსტრიას ხელშეუხებელი არც ერთი სფერო და ადამიანთა არც ერთი ჯგუფი არ დარჩრენია. რიგ შემთხვევებში თემა მომგებიანი და მაყურებლისთვის საინტერესოა, ხანაც არ ამართლებს და პოპულარობის გემოს ვერ იგებს.

ფინანსური სამყაროსა და ფულის შესახებ გადაღებული ფილმები უდაოდ პირველ ჯგუფშია. ამ სფეროს გარშემო აწყობილი სიუჟეტით ბევრმა ფილმმა მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და ამ სტატიით მათ შორის საუკეთესოებად აღიარებულ ნამუშევრებს გაგაცნობთ.

სანამ კონკრეტულ ფილმებზე გიამბობთ, შეგახსენებთ, რომ Vivus ge-ში პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

ფულისა და ფინანსური სამყაროს შესახებ გადაღებული TOP 5 ფილმის სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ ადგილს იკავებს 1987 წელს გადაღებული ფილმი Wall Street/უოლ სტრიტი. მასში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ დუგლასი და ჩარლი შინი. რეჟისორი კი ოლივერ სტოუნი გახლავთ.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად და საფონდო ბირჟის მწვერვალების დასაპყრობად. მისი ქცევის მოტივატორი კი მიხვდით ალბათ, რომ ფულია.

თავის დროზე ამ ნამუშევარმა მაყურებლის ისეთი სიყვარული დაიმსახურა, რომ პოპულარობა არც წლების შემდეგ დაუკარგავს, რის გამოც 23 წლის შემდეგ მისი მეორე ნაწილიც გადაიღეს. ფინანსური სამყაროს შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოდ აღიარებული ფილმის მეორე ნაწილის სახელია Wall Street: Money Never Sleeps/უოლ სტრიტი: ფულს არასოდეს სძინავს. ის ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა და წინამორბედის მსგავსად მანაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ტიპის ფილმების მოყვარულებში.

მეორე პოზიციაზეა, პირველთან შედარებით ახალი ფილმი უოლ სტრიტის მგელი/the wolf of wall street, რომელიც 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერად იქცა.

ფილმში მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. მისი გმირი კი ფულსა და დიდებას მოწყურებული, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, რომელიც უოლ სტრიტზე ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს.

ათეულში მესამე პოზიციას იკავებს 2010 წელს გადაღებული ფილმი Inside job/შიდა საქმე, რომელიც მაყურებელს აჩვენებს მსოფლიო ეკონომიკის ვარდნის შედეგად 2008 წელს წარმოშობილ მასშტაბურ პრობლემებსა და მათ გარშემო არსებულ დანაშაულებრივ ქსელს.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს მეტ დეიმონი, რეჟისორი კი ჩარლზ ფერგიუნსონი გახლავთ.

მეოთხე პოზიციაზეა 2000 წელს გადაღებული ფილმი boiler room/საქვაბე. სიუჟეტის მიხედვით, გამდიდრების მსურველი ბიზნესმენი ხელსაყრელ შემოთავაზებას იღებს, თუმცა ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ფორსაჟის ვარსკვლავი და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულთა საყვარელი მსახიობი ვინ დიზელი ასრულებს. რეჟისორი კი ბენ იანგერი გახლავთ.

ფინანსური სამყაროს შესახებ გადაღებული ფილმების საუკეთესო ხუთეულს ხურავს ფილმი, რომელიც ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა და მაყურებელში სიმპატიებთან ერთად დიდი გაოცებაც გამოიწვია. საუბარია რეჟისორ ადამ მაკეის ფილმზე სახელწოდებით The big shot/დიდი შემცირება.

სიუჟეტი 2000-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს და გვიამბობს გენიოსზე, რომელმაც სათავისოდ გამოიყენა ის, რასაც მთელი მსოფლიო ფაქტიურად გლოვობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100