სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვთა გაუპატიურებების ბოლო თვეების ქრონიკა საქართველოში

იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას არწმუნებს, რომ კრიმინალი მინიმუმამდეა დაყნანილი, მოსახლეობა პედოფილების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების ფაქტების შესახებ პროტესტს გამოთქვამს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სიღნაღიდან აცნობეს, რაიონის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლის მამაკაცმა, 10 წლის გოგონა გააუპატიურა. ადგილობრივთა განცხადებით, მოძალადე პოლიციამ დააკავა გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაზარალებულის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ ბესელია-კაკაბაძის მიერ ამნისტიით გათავისუფლებული კრიმინალები ამაზრზენ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. ძარცვის და ყაჩაღობის პარალელურად იმატა მოზარდთა გაუპატიურების ფაქტებმა. საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება რეგიონებში.

15 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ე.წ "მესამე გოროდოკის" დასახლებაში 17 წლის მოზარდი ყოფილმა პატიმარმა გააუპატიურა. შემთხვევა ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და კორპუსიდან მოშორებით ავტოფარეხების უკან გაიყვანა. დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და ძალადობის კვალი აღენიშნება, ის დედამ მეზობლების დახმარებით რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად სწორედ ავტოფარეხის უკან იპოვა.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი, ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელას. საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი არჩილ სურმანიძე იძიებს. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გურჯაანში კი ყოფილმა პატიმარმა, 10 წლის ბიჭი გააუპატიურა. ამნისტირებულმა პატიმარმა გააუპატიურა 20 წლის გოგონა ქალაქ გორშიც...

გურჯაანელი დაზარალებული ბიჭის მსგავსად, სამართლის აღსრულებას ითხოვს 20 წლის გოგონა, რომელზეც დედის მეგობარმა 65 წლის გორელმა თ. წ-შვილმა იძალადა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული,1996 წლიდან იმ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამ გოგონას დედაა. ბრალდებული 2010 წლის აპრილს მეზობლის დაჭრისთვის იყო დაკავებული, ხოლო 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საკუთარი გერი გააუპატიურა.

რამოდენიმე დღის წინ შემზარავი ფაქტი მოხდა ჩხოროწყუშიც. ადგილობრივთა თქმით, 21 მაისს მუსიკალური სკოლის ეზოში, 12 წლის გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, მუქარით სარდაფში ჩაიყვანა და გააუპატიურა.

მომხდარი „პრესა.ჯი“-ს მაშინ შსს-იც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე ჩხორუწყუს რაიონის შს სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. (გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 15-დან 20 წლამდე).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100