"კიდევ ერთი მეგობარი მოგივა, გიო" - გიორგი შაქარაშვილის დედა
"კიდევ ერთი მეგობარი მოგივა, გიო" – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში წერს და კორონავირუსითგარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის ფოტოს აზიარებს.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.
20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს.
მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კომენტარი