ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ახალგაზრდა გოგონას გარდა 7 წლის ასაკის ბავშვიც გარდაიცვალა
დღეს დილით თემქაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახლა კი დრონი.ჯი-სთვის ცნობილი გახდა, რომ გოგონასთან ერთად მისი პატარა 7 წლის დეიდაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თბილისში, კერძოდ კი, თემქის მე-11 მიკრო რაიონში ორი მუსბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვის და მ.ა-ს გარდარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ დრონი.ჯი-ს არასრულწლოვანის გარდაცვალება დაუდასტურა. უწყების განცხადებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს,
კომენტარი