სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი ტვიტერის პერსონალური გვერდის ჩაშვების შესახებ განაცხადა

დღეს, კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი პერსონალური ტვიტერის გვერდის - https://twitter.com/Leonidchernovet ჩაშვების შესახებ განაცხადა.

ტვიტერზე უკვე პირველი შეტყობინებაც გამოქვეყნდა, მისი შინაარსი ასეთია: „სამყაროსთვის, ადამიანებისთვის ჩემი მეგობრებისა და არამეგობრებისთვის ბევრი რამე მაქვს სათქმელი - გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აქაც დავახლოვდეთ!“

ასევე, ამ თემას მიეძღვნა ჩერნოვეცკის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიც, რომელსაც 400 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს: „დღეს, ჩემი ტვიტერის პერსონალური გვერდი ამუშავდა! ფეისბუქზე სულ ვარ და იქიდან არსად არ ვაპირებ წასვლას, იქ ხომ თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მაქვს, მეგობრებო! მაგრამ უნდა განვვითარდეთ და გავფართოვდეთ, ყოველთვის რამე ახალი მოვსინჯოთ - ეს ჩემი ცხოვრების დევიზია, რომელსაც ჩემთვის არასდროს დაუღალატებია, მეტიც - მუდამ წინსვლაში მეხმარება!

ამიტომ, წავიდეთ წინ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი ტვიტერზე! საინტერესო იქნება!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100