სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვაჩვენოთ ოლიგარქს, რომ საქართველო ბოლომდე ვერ იყიდა!!!"

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით საყვარელიძე საზოგადოებას 15 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან მოუწოდებს.

„ბევრი მეგობარი ხშირად ითხოვს ხოლმე ჩემგან უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საქართველოში შექმნილი საერთო მდგომარეობის დასაძლევად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ დაღმასვლის და ფრუსტრაციის გადასალახად, თითოეულის ერთად დადგომა და უკომპრომისო ბრძოლაა საჭირო! დაუზარელად და უშიშრად. მარტო ვერაფერს გავხდები ვერც მე და ვერც ჩემი თანამებრძოლები! სწორედ ამიტომ ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ და არ შეგეშინდეთ 15 ნოემბერს ერთად დადგომა რუსთაველზე! ვაჩვენოთ ოლიგარქს, რომ საქართველო ბოლომდე ვერ იყიდა!!! ქუდზე კაცი მივდივართ! ვინ მოგვყვებით!?“ - წერს საყვარელიძე

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 15 ნოემბერს რუსეთის ქმედდების გასაპროტესტებლად აქცია 2 დღის წინ დაგეგმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100