სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავა: მინდა საზოგადოებას ავუხსნა

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“სააპელაციო სასამართლოს წინ, მინდა მივმართო საზოგადოებას. მთავრობა ყველანაირად ცდილობს წარმომაჩინოს მე, როგორც ბოროტმოქმედი და ამით არღვევს ჩემს უდანაშაულობის პრეზუმციას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პატიმრობაში ვარ ,,წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა. თუმცა აქ არ ვაპირებ ამ საკითხის გარჩევას.

მინდა საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს წინასწარი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, როცა ერთი ადამიანი თანახმაა ეჭიდაოს ათს და მსაჯი ამ ათი პირის მოთხოვნით ერთს ხელებს უკრავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში ორთაბრძოლა. ასეთ პირობებში ვარ მე და ჩემი მეგობრები. როცა ისედაც მთელი სახელმწიფო მანქანა გიპირისპირდება უთანასწორო ბრძოლაში და მოსამართლე წინასწარ პატიმრობას იყენებს, ანუ ხელებს გიკრავს და ასეთ პირობებში უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა, ეს კანონის უზენაესის სტანდარტისგან ძალიან შორსაა. ბოლო ორი წელია კანონის უზენაესობის პრინციპი ჩაანაცვლა მისმა სუროგატმა "სამართლიანობის აღდგენამ". დღეს, სწორედ სასამართლოს აკისრია ისტორიული მისია დაიცვას ქვეყანა პოლიტიკური შურისძიებისგან და მიიყვანოს კანონის უზენაესობის პრინციპამდე.

ბატონო სააპელაციოს მოსამართლენო, ისედაც უთანასწორო ბრძოლაში მყოფს, ნუ დატოვებთ ჩემ სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე და მომეცით შანსი ჩემი არგუმენტი გამცნოთ.” - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100