სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე 85 წლის ქმარმა თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის სიმძიმის გამო კი თბილისში, შპს ტრამვატოლოგში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100