სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გულ-მკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და ის რამდენიმე დღის წინ სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.

გარდაცვლილოს ოჯახის ახლობლები თელავის რეფერალურ სავადმყოფოსთან არიან შეკრებილები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100