შალვა ნათელაშვილი თურქეთის ტერაქტს წამებში ასცდა
შალვა ნათელაშვილის მეუღლე, მწრალი ბელა ალანია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერს აშშ-ში ახლდა სამუშაო ვიზიტისას და თბილისისკენ მომავალ გზაზე თურქეთის გამოვლაც მოუწია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“გუშინ, სულ რამდენიმე წუთით, გამოვასწარით სტამბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს.
გამოფრენამდე ქართველებს ვესაუბრე მათ შორის, ბავშვებსაც. ისინი შემდეგ რეისს ელოდებოდნენ. ნეტავ, კარგად იყვნენ და შვიდობით დაგვიბრუნდნენ.
თუმცა რა მშვიდობაზეა საუბარი...
ვერასოდეს დაგეგმავ ცხოვრებას. არ იცი როდის, საიდან რა გელოდება.
ერთი წამი ცვლის რეალობას. ცვლის ავად თუ კარგად...
ყველაფერი მოსწრებაზეა, ცხოვრებაც და სიკვდილიც.
ალბათ დროა, ადამიანები მივხვდეთ წამის განუმეორებლობას...
მოსწრებაზეა, დიახ მოსწრებაზეა, ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის.” - წერს ბელა ალანია პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი