სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები და ნომრები – სიახლე დედაქალაქის ქუჩებში

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება.

7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება.

ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:

N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო.

მიკროავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

N482 ახალდაბა – წყნეთი; N483 წყნეთი – წრიული; N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.

ამასთან, მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100