სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელჩართული ჩხუბი გაეროს შტაბ-ბინაში ერდოღანის დაცვასა და შენობის მცველებს შორის (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, როცა გაეროში მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ, ნიუ-იორკში მდებარე ოფისის ფოიეში ხელჩართული ჩხუბი მოხდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯიბ ერდოღანის დაცვის წევრებსა და შენობის უსაფრთხოების დაცვის ტანამშრომლებს შორის. ეს სენსაციური კადრები „იუთუბზე“ დღეს გავრცელდა.

ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ ერდოღანის დაცვის ტანამშრომლები შენობაში იარაღით აპირებდნენ შესვლას, რაც გაეროს შტაბ-ბინაში კატეგორიულად აკრძალულია. შენობის მცველების თავდაპირველი მითითება თურქეთის პრემიერის დაცვამ არად ჩააგდო და გზა გააგრძელა, ხოლო როცა შენობის დაცვის წევრები გადაეღობნენ, მათ შორის ნამდვილი ხელჩართული შეტაკება დაიწყო, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

მოჩხუბრები მალევე დააშოშმინეს და ორივე მხარემ მომხდარი ინციდენტის გამო ერთმანეთს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ჩხუბის ამსახველმა კადრებმა დღეს მთელი მსოფლიო შემოაიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100