სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული სერიალი შესაძლოა პირველი პროექტი აღმოჩნდეს, რომელიც Cash Rebate-ის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემით ისარგებლებს

ამერიკული სერიალი "მარისა რომანოვი" შესაძლოა პირველი პროექტი აღმოჩნდეს, რომელიც Cash Rebate-ის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემით ისარგებლებს.ამერიკელმა კინომწარმოებლებმა უკვე დაადასტურეს, რომ სერიალს საქართველოში გადაიღებენ და რომ მათ უკვე წარმატებით გაიარეს Cash Rebate-ის პროგრამის რეგისტრაცია.
"მარისა რომანოვი" ამავე სახელის მქონე მოკლემეტრაჟიან ფილმს ეფუძნება (2001), რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციისთვის იყო შერჩეული.
სერიალს Noirtainment Film and Television Production Company აწარმოებს. იგი ამერიკელი ჟურნალისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საქართველოში თავის ფესვებს ეძებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარეის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი „გადაიღე საქართველოში" ის სიახლეა, რომელიც დაემატა სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში". ახალი საშეღავათო სისტემა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული ფილმწარმოების განვითარებას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციად აქცევს.
Cash Rebate - ეს არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოებისხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20-25% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100