სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უპრეცედენტო სათხილამურო წვრთნები კომპანია „სილქნეტის“ დახმარებით

მიმდინარე ზამთრის სეზონის განმავლობაში ევროპის სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება ამ სპორტის სახეობაში მოწინავე ევროპული გუნდების ერთობლივი საწრთვნელი შეკრებები.
დასავლეთ ევროპულ გუნდებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრების შემთხვევა ქართული სამთო–სათხილამურო სპორტის ისტორიაში უპრეცედენტოა. ამჟამად საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში, კერძოდ ჰინტერტუქსში მიმდინარეობს.
სამთო-სათხილამურო სპორტში 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების სათანადოდ მოსამზადებლად, სათხილამურო ფედერაციამ სპეციალური საწვრთნელი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა იტალიელ ექსპერტ - მწვრთნელთა ბრიგადასთან (Kრონპლატზ ღაცინგ ჩენტერ), რომელიც 2010 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს ჩვენს ნაკრებს.

ზემოაღნიშნულის ფარგლებში, ამჟამად სამთო –სათხილამურო ნაკრების პირველი ჯგუფი (სულ საქართველოს ფედერაციამ სამი ნაკრები ჩამოაყალიბა, შარშანდელი ჩემპიონატიდან გამომდინარე) ვარჯიშობს ავსტრიაში ჰინტერტუქსში მყინვარზე.
23 - 25 ოქტომბერს ავსტრიის სათხილამურო კურორტ "კაუნერტალ"-ში ლიხტენშტაინის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ერთობლივი წვრთნა გაიმართა. ესეთი შეკრებები ხელს შეუწყობს ქართველ მოთხილამურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამავდროულად მათ ინტეგრაციას დასავლეთ - ევროპის სათხილამურო სამყაროში.
დასავლეთ ევროპულ გუნდებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრების პრეცენდენტი ჯერ საქართველოს სათხილამურო ისტორიაში არ ყოფილა, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ქართული სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100