სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოიყენეს თუ არა ძალა სააკაშვილის დაკავებისას - რა ინფორმაცია მიაწოდა ექსპრეზიდენტმა ნინო ლომჯარიას

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა, ყოფილი პრეზიდენტი, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება იმ განაჩენს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი. რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის გზებს, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროვება არ სურს, თუმცა ამის შესახებ ომბუდსმენს ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავების პროცესს, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ დაკავების დროს მასზე არ უძალადიათ.

„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.

როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100