სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები მისივე სამშობლოში - სევილიაში ტრიუით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრნცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერლით დაბრუნდა.

მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის მოხვდა ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, ასევე, აღიარეს “კვირის არტისტად”.

კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტობიეიტოს, როელიც წარმატებით იდგმება მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი, ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით,ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა (laspalmasdebulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100